Робота для біженців з України
ბენეფიციართა კმაყოფილების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბენეფიციართა კმაყოფილების კოორდინატორი
მომწოდებელი: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
გამოქვეყნდა: 05 ივლისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
"საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა" და ევროკომისიას შორის, ევროკავშირის საერთაშორისო პროექტის "ICT-ის გაძლიერებული უნარების მხარდაჭერა - განახორციელე IT ევროკავშირთან ერთად" განხორციელების მიზნით გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების #NDICI-GEO-NEAR/2023/441-966 ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობებისთვის ცხადდება კონკურსი ბენეფიციართა კმაყოფილების კოორდინატორის პოზიციაზე.

აღნიშნული პოზიცია პასუხისმგებელია დადებითი და მხარდამჭერი გარემოს შექმნაზე სასწავლო პროგრამის - Do IT with the EU ფარგლებში. აღნიშნული როლი მოიცავს კომუნიკაციის, მხარდაჭერისა და კოორდინაციის სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს როგორც სტუდენტების, ასევე, ტრენერების კმაყოფილება.

ბენეფიციართა კმაყოფილების კოორდინატორი:

** კომუნიკაციის განხორციელება სტუდენტებთან, ინსტრუქტორებსა და პროგრამის კოორდინატორებთან;
** დროული რეაგირების განხორციელება მონაწილეთა კითხვებსა და გამოხმაურებაზე;
** სასწავლო პროცესში ჩართული პირების მხარდაჭერა;
** სასწავლო ჯგუფების ეფექტური მართვა, მონაწილეებს შორის კომუნიკაციისა და კოორდინაციის დამყარება;
** სტუდენტებსა და ინსტრუქტორებს შორის ურთიერთობების ხელშეწყობა, დადებითი სასწავლო გარემოს შექმნა;
** მონაწილეთა პროგრესის მონიტორინგი, წახალისებისა და დახმარების შეთავაზება საჭიროების შემთხვევაში;
** შესაძლებლობების იდენტიფიცირება, რომლებიც გააუმჯობესებს მონაწილეებისათვის სასწავლო პროცესს;
** სხვა დაკავშირებული ამოცანების განხორციელება, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.

მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2)

უნარ-ჩვევები:

** ახალი ტექნოლოგიების სწრაფი ათვისების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

მისამართი: ქ. თბილისი, ოქროყანა, ინოვაციების ქ. #7.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2024 წლის 17 ივლისის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: hr@gita.gov.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ - ბენეფიციართა კმაყოფილების კოორდინატორი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე