Робота для біженців з України
სტაჟირება საკრედიტოს მიმართულებით - რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება საკრედიტოს მიმართულებით
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 05 ივლისი / ბოლო ვადა: 14 ივლისი
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს სტაჟირებას საკრედიტოს მიმართულებით.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქუთაისი, წყალტუბო, სამტრედია, ვანი, ზესტაფონი, თერჯოლა, ხონი, საჩხერე, ზუგდიდი, სენაკი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, აბაშა, მარტვილი, ხობი, ფოთი, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ბათუმი, ხელვაჩაური, ქობულეთი, თბილისი, რუსთავი, კასპი, ხაშური, ქარელი, გორი, თელავი, გურჯაანი, წნორი, ლაგოდეხი, დედოფლისწყარო, საგარეჯო, ყვარელი, მარნეული, გარდაბანი, ბორჯომი, ახალციხე, დუშეთი

გრაფიკი: მოქნილი
ვაკანსიის რაოდენობა: ფილიალში მინიმუმ 2 სტაჟიორი.

"კრისტალი" მსხვილი ფინანსური ჩართულობის კომპანია, რომელსაც დასაქმებული ჰყავს 1, 200-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 50-მდე ფილიალით მთელი საქართველოს მასშტაბით და ემსახურება 100, 000-ზე მეტ მომხმარებელს.

"კრისტალი" გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
** სტიპენდიას სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში;
** საკრედიტოს მიმართულებით სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდგომ, პროგრამა ითვალისწინებს სტაჟიორის გაყიდვების მიმართულებით დასაქმებას, რომელიც მოიცავს: არასრულ სამუშაო გრაფიკს, ფიქსირებულ და საბონუსე ანაზღაურებას.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მენტორების და სხვადასხვა სასწავლო პლატფორმების დახმარებით თეორიული ცოდნის მიღება;
** სხვადასხვა საოფისე პროგრამებში მუშაობის შესწავლა;
** გაყიდვების ოფიცრის ფუნქცია-მოვალეობების შესწავლა;
** მომხმარებლებთან ურთიერთობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია, თუმცა სავალდებულო არ არის უმაღლესი განათლება ან ბაკალავრის/მაგისტრატურის სტუდენტი;
** საბაზისო დონეზე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** განვითარებაზე ორიენტირებულობა

დაინტერესებულ პირებს 2024 წლის 14 ივლისის ჩათვლით შეუძლიათ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

დაფიქსირებული განაცხადების განხილვის შედეგად შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე, ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე