Робота для біженців з України
წარმოების ტექნოლოგის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების ტექნოლოგის ასისტენტი
მომწოდებელი: ნოვა
გამოქვეყნდა: 05 ივლისი / ბოლო ვადა: 05 აგვისტო
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (https://nova.ge/) აცხადებს ვაკანსიას წარმოების ტექნოლოგის ასისტენტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა.შ.

ძირითადი მოვალეობები:

** წარმოების დადგენილი რეცეპტურის ცოდნა და ზედმიწევნით დაცვა;
** წარმოების პროცესში ტექნოლოგიური პარამეტრების (ტემპერატურა, წნევა და ა.შ) მუდმივი კონტროლი;
** წარმოების პროცესის სხვადასხვა სტადიაზე მიღებული პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლების კონტროლი;
** არსებული დანადგარების ექსპლუატაციის პირობების დაცვა და გამართული მუშაობის პროგრამული უზრუნველყოფა;
** წარმოების პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა შესაძლებლობისამებრ;
** ხელმძღვანელისთვის ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშის წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი განათლება (ტექნიკური მიმართულებით);
** სასურველია საწარმოში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** თავაზიანი;
** პასუხისმგებლობიანი;
** დისციპლინირებული;
** მოწესრიგებული;
** ენერგიული;
** შრომისმოყვარე;
** პუნქტუალური.

დამატებითი ინფორმაცია:

** ანაზღაურება - შეთანხმებით;
** სამუშაო გრაფიკი - შეთანხმებით;
** კვება + დაზღვევა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2024 წლის 05 აგვისტო.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: hr@nova.ge და პოზიციის დასახელებაში მიუთითეთ "წარმოების ტექნოლოგი".

დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს

პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე