Робота для біженців з України
გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: ურბან მედია
გამოქვეყნდა: 05 ივლისი / ბოლო ვადა: 05 აგვისტო
ახალი ციფრული მედია პლატფორმა "ურბან მედია" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

პოზიციის დანიშნულება:

პროექტების ფარგლებში დამკვეთის მიზნებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით პოსტერების, ბანერებისა და სხვადასხვა კონტენტის გრაფიკული დიზაინი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ციფრული საკომუნიკაციო არხებისთვის გრაფიკული დიზაინის შექმნა;
** დამკვეთის მოთხოვნების გათვალისწინებით ბრენდბუქის ელემენტების დამზადება;
** სარეკლამო პოსტერების, პრეზენტაციების და სოციალური მედიის პოსტების მომზადება;
** საბეჭდი მასალებისა და ვიზუალური ელემენტების (პატერნების) დიზაინი;
** ბრენდის შინაარსობრივი და ვიზუალური მხარის გათვალისწინებით შესაბამისი ტიპოგრაფიის შექმნა, შერჩევა და გამოყენება;
** საჭიროების შემთხვევაში, ციფრული ილუსტრაციების შექმნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** პროგრამული ინსტრუმენტების: Adobe Photoshop, Adobe Illustrator და Adobe Indesign ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** სასურველია უმაღლესი განათლება გრაფიკული დიზაინის მიმართულებით.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** კრეატიულობა და მოქნილობა;
** შემოქმედებითი აზროვნება;
** სისხარტე და აკურატულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - umvacancy.info@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გრაფიკული დიზაინერი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე