Робота для біженців з України
ტენდერი ფინანსური აუდიტის ჩატარებაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი ფინანსური აუდიტის ჩატარებაზე
მომწოდებელი: საზოგადოება ბილიკი
გამოქვეყნდა: 05 ივლისი / ბოლო ვადა: 14 ივლისი
ა (ა)იპ "საზოგადოება ბილიკი" აცხადებს ტენდერს ფინანსური აუდიტის ჩატარებაზე.

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:

"საზოგადოება ბილიკი" არის არსამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 1997 წლის მაისში დაფუძნდა შიდა ქართლში.
ორგანიზაციის მისიაა გაზარდოს ახალგაზრდების, თემის და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობები, რომ აქტიურად იყვნენ ჩართულები და გავლენა მოახდინონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე.

შესასრულებელი სამუშაო:

** ორგანიზაციის 2023 წლის ფინანსური აუდიტის ჩატარება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და აუდიტორული დასკვნის მომზადება.
** შესამოწმებელ პერიოდში საბუღალტრო პროგრამაში არსებული გატარებების რაოდენობაა 15 000 მდე.
** აუდიტის დაწყების სავარაუდო თარიღი 20.07.2024 წ.

ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

** კომპანიის დასახელება
** საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი და ტელ. ნომერი, ელექტრონული საფოსტო მისამართი)
** მომსახურების ფასი დღგ-ს ჩათვლით
** სავარაუდო ვადები
** ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი
** ინფორმაცია გამოცდილების შესახებ
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ასლი)
** ფასის შეთავაზება

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 14 ივლისი.

დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: societybiliki@gmail.com

გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში მიუთითოთ: ტენდერი ფინანსური აუდიტის ჩატარებაზე

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 53 40 45.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე