Робота для біженців з України
ჭურჭლის მრეცხავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჭურჭლის მრეცხავი
მომწოდებელი: სასტუმრო Glarros OldTown
გამოქვეყნდა: 05 ივლისი / ბოლო ვადა: 05 აგვისტო
სასტუმრო "Glarros OldTown"-ის კონცეფცია 2020 წელს შეიქმნა და მისი ბრენდის ქვეშ გახსნილი პირველი ობიექტი მდებარეობს თბილისის ცენტრალურ უბანში, დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, კალაუბანში, კოტე აფხაზის 15 ნომერში, თავისუფლების მოედნიდან 1 წუთის სავალზე. სასტუმრო მოწყობილია ყველა იმ საერთაშორისო სტანდარტისა და რეგულაციის მიხედვით, რომელიც აუცილებელია სტუმრის უსაფრთხოებისა და კომფორტული დასვენებისთვის.

სასტუმროს გახსნასა და მის შემდგომ მართვას ახორციელებს ქართულ-შვეიცარიული საერთაშორისო მენეჯმენტ კომპანია "HSC Group".

სასტუმროში განთავსებულია 78 ექსკლუზიური დიზაინის ოთახი, სადაც გამოყენებულია მსოფლიოში წამყვანი დიზაინერების მიერ შექმნილი ვიზუალები, როგორიცაა Le Corbusier და ა.შ.

ქართულ-ევროპული ტიპის რესტორანი - Gastromania, შეხვედრების ოთახი, ბიზნეს ცენტრი და ღია კაფე, რომელიც სტუმრებს ექსპრესს კონცეფციას შესთავაზებს.

"Glarros OldTown" ჯანსაღ და მეგობრულ გარემოსთან ერთად, გუნდს საერთაშორისო გამოცდილებას და ბრენდთან ერთად კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს.

Managed by "HSC Group" (https://www.hscgroup.ge)

A Good Place to Be

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:

LinkedIn - https://www.linkedin.com/company/glarros-oldtown/
Facebook - Glarros OldTown | Tbilisi | Facebook
Website - https://www.glarros.com
HSCgroup website - https://www.hscgroup.ge

სასტუმრო "Glarros OldTown" აცხადებს ვაკანსიას ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული (8 საათიანი სამუშაო გრაფიკი, 5/2)
ანაზღაურება: 900 ლარი

ზოგადი მოთხოვნები:

** გუნდში მუშაობის უნარი
** სანდო და ორგანიზებული პიროვნება
** დატვირთვის ქვეშ მუშაობის უნარი
** ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა
** ჰიგიენური ნორმების და სტანდარტების დაცვა
** პუნქტუალურობა

სამუშაოსთვის დამახასიათებელი მოთხოვნები:

** მოეთხოვება სამზარეულოს აღჭურვილობის სწორად გამოყენების ცოდნა.
** სასტუმროში არსებული ყველა წესის და სტანდარტის დაცვა.
** ფუნქციიდან გამომდინარე ხელმძღვანელობის მიერ მიცემული დავალებების შესრულება.

კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება სამზარეულოს ხელმძღვანელობის წინაშე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@glarros.com.

წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიცია.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე