Робота для біженців з України
საწყობის მტვირთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მტვირთავი
მომწოდებელი: მიჰაუსი
გამოქვეყნდა: 05 ივლისი / ბოლო ვადა: 05 აგვისტო
სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი "მიჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მტვირთავის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ვაზისუბანი
ანაზღაურება: 1000 ლარი
გრაფიკი: 2 დღიანი ცვლა - კვირაში 40 სამუშაო საათი

დღის განმავლობაში თქვენი საქმე იქნება:

** მომხმარებლის ოპერატიული მომსახურება;
** საქონლის მისაღებად (გასაცემად) აუცილებელი ინვენტარის მომზადება;
** შემოსული (გასაცემი) ტვირთის დაცლა (დატვირთვა) კომპანიის სტანდარტების და პროცედურების შესაბამისად;
** იმპორტული და ლოკალური მოწოდების პროდუქციის მიღებისა და გადათვლის შემდეგ სტელაჟებზე და მათთვის გამოყოფილ ადგილებზე (ლოკაცია) განთავსება;
** პროდუქციის ჰიპერმარკეტში გადატანის პროცესში, გადასატანი პროდუქციის ოპერატიულად შეგროვება;
** პროდუქციის დასაწყობებისა და დაბარკოდების პროცესში სუპერვაიზერის მოთხოვნის შესრულება დასასაწყობებელი პროდუქციის ოპერატიულად შეგროვებისა და მიზნობრივად განლაგების მიზნით;
** ნებისმიერი ინციდენტის ან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დაუყოვნებლივი ინფორმირება;
** კომპანიაში მიღებული კორპორატიული ქცევის ნორმებისა და დისციპლინის დაცვა, კომპანიის მიერ განსაზღვრული უნიფორმის, ჩაფხუტისა და პირბადის ტარება და სხვა..

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ჩვენთვის ნებისმიერი განათლება მისაღებია;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ძალიან სასიამოვნო იქნება.

პიროვნული თვისებები და უნარ- ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** ფიზიკური უნარები;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** დისციპლინირებულობა;
** გუნდში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ძალიან მეგობრულ, საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის სრული დაფინანსებით;
** Fit-pass-ს.

"მიჰაუსი" - ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტია. ჩვენთან შეხვდებით 60, 000 -მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. "მიჰაუსი" მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ გარემოს და ორიგინალურ კონცეფციას, ფართო სპექტრის ასორტიმენტს, ცნობად და მსოფლიოს წამყვან ბრენდებს შოურუმში, პროდუქციის მისაღებ ფასს.

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობით მდიდარ სამუშაო გარემოს;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** შესაბამის ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (პორტფოლიო სასურველია) არაუგვიანეს 2024 წლის 1 ივლისის ჩათვლით აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე: hr@mihouse.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. კომპანია იტოვებს უფლებას, შეინახოს თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და რეზიუმე გამოიყენოს დასაქმების მიზნით არაუმეტეს 2 წლისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის პირველი ეტაპის გავლის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე