Робота для біженців з України
ფიზიკის მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფიზიკის მასწავლებელი
მომწოდებელი: ათასწლეულის სკოლა
გამოქვეყნდა: 05 ივლისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
"ათასწლეულის სკოლა" აცხადებს კონკურსს ფიზიკის მასწავლებლის პოზიციაზე.

აღნიშნული პოზიციისთვის, სკოლა კანდიდატს სთავაზობს წინამოსამზადებელ პერიოდს.

შერჩეული კანდიდატი გაეცნობა სკოლის კულტურას, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის გუნდთან ერთად ჩაერთვება სამუშაო პროცესში, რომელიც მოიცავს სკოლის ლაბორატორიის პირობებში განხორციელებადი კვლევების დაგეგმვას, ახალი სასწავლო აქტივობების შექმნას, სასწავლო პრაქტიკაზე დაკვირვებას, პროფესიული ლიტერატურის განხილვას და სხვა.

წინამოსამზადებელი პერიოდის დასრულებისთანავე, კანდიდატი განიხილება 2024-2025 სასწავლო წლის ფიზიკის მასწავლებლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ფიზიკის სწავლება ძირითადად ლაბორატორიული აქტივობებით;
** კათედრისა და სკოლის ფარგლებში პროფესიული განვითარების სქემებში ჩართვა;
** კათედრის წევრებთან ერთად სასწავლო პროცესის დაგეგმვაზე მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფიზიკის მიმართულებით (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@millennium-school.org.

სკოლა შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება არაუგვიანეს 30 ივლისისა.

ქვემოთ მოცემულ ბმულებზე შეგიძლიათ იხილოთ ათასწლეულის სკოლის გუნდის მიერ შექმნილი პროექტები:

სამეცნიერო პრაქტიკული: https://www.facebook.com/218634848168229/videos/196410258369084/

ათასწლეულის სამეცნიერო ჟურნალი: http://www.millennium-school.org/ge/atastsleulis-sametsniero-zhurnali-1

სხვა პროექტები: http://www.millennium-school.org/ge/proektebi
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე