Робота для біженців з України
სხვადასხვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: მარმედი
გამოქვეყნდა: 05 ივლისი / ბოლო ვადა: 05 აგვისტო
კლინიკა "მარმედი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე: სტაჟიორი ადმინისტრაციაში, ექთანი, ალერგოლოგი, ნევროლოგი (ბავშვთა/მოზრდილთა), დერმატოლოგი.

კლინიკა მდებარეობს ქალაქ თბილისში, დიდ დიღომი მირიან მეფის 11ა და პაციენტებს აწვდის ამბულატორიულ სერვისებს როგორც ადგილზე კლინიკაში ასევე ბინაზე თბილისის მასშტაბით.

1. სტაჟიორი ადმინისტრაციაში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია, უმაღლესი სამედიცინო განათლების - მედიცინის, ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულება);
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

ძირითადი ფუნქციები:

** კლინიკის ცხელ ხაზზე შემოსული ზარების პასუხი სტანდარტების მიხედვით;
** პაციენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
** პაციენტების ჩაწერა ექიმებთან;
შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება, პაციენტებთან მიწოდება;

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გამართული მეტყველება;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.

სტაჟირების პერიოდი გაგრძელდება ორი კვირით.

2. ექთანი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ლაბორატორიული კვლევებისთვის გამოსაკვლევი მასალის აღება (სისხლი ვენიდან);
** კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წელი მუშაობის გამოცდილება ექთნის პოზიციაზე;
** პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი VII სემესტრიდან;

3. ალერგოლოგი

ვალდებულებები:

** პაციენტების ამბულატორიული მიღება
** დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა
** სამედიცინო დოკუმენტაციის მომზადება

მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** სახელმწიფო სერტიფიკატი ალერგოლოგიაში
** ემპათია, კომუნიკაბელურობა

4. დერმატოლოგი

ვალდებულებები:

** პაციენტების ამბულატორიული მიღება
** დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა
** სამედიცინო დოკუმენტაციის მომზადება

მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** სახელმწიფო სერტიფიკატი დერმატოლოგიაში
** ემპათია, კომუნიკაბელურობა

5. ნევროლოგი (ბავშვთა /მოზრდილთა)

ვალდებულებები:

** პაციენტების ამბულატორიული მიღება
** დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა
** სამედიცინო დოკუმენტაციის მომზადება

მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** სახელმწიფო სერტიფიკატი ნევროლოგიაში (ბავშვთა/მოზრდილთა)
** ემპათია, კომუნიკაბელურობა

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@marmed.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 032 2 121509
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე