Робота для біженців з України
გაყიდვების მხარდაჭერის ანალიტიკოსი/კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მხარდაჭერის ანალიტიკოსი/კოორდინატორი
მომწოდებელი: Pepsico
გამოქვეყნდა: 05 ივლისი / ბოლო ვადა: 05 აგვისტო
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

PepsiCo უკვე ზედიზედ მეშვიდე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2024 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეოთხე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.

შემოგვიერთდით! ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს გაყიდვების მხარდაჭერის ანალიტიკოსის/კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი და გრაფიკი: თბილისი; 40 სთ/კვირაში

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტებთან კომერციული შეთანხმების პროცესის მხარდაჭერა პარტნიორებისგან საჭირო დოკუმენტების მიღებითა და დადასტურებით, პროცესის დროული ასახვა 1C ERP სისტემაში.
** გაყიდვების ფუნქციის მხარდაჭერა საკრედიტო ლიმიტების გაზრდის მოთხოვნათა დროულ შესრულებაში.
** კლიენტებთან კომერციული შეთანხმების ხელშეკრულებების/დამატებით შეთანხმებების შექმნა, მოდიფიკაცია, ვადის გახანგრძლივება.
** კლიენტებთან კომერციული შეთანხმების პროცესისთვის/საკრედიტო ლიმიტების გაზრდის მიზნით გაყიდვების ფუნქციის დოკუმენტბრუნვის სწორად და დროულად წარმართვა, ასევე 1C ERP-ში ასახვა
** კლიენტებთან შეთანხმებების ორიგინალების მომზადება, გადამოწმება და წარდგენა ბუღალტერიაში, ამასთან მათი ინიცირება 1C ERP სისტემაში, ხელმოწერის კოორდინაცია ყველა მხარის მიერ, ორიგინალების გადატანა არქივში.
** აქტიური თანამშრომლობა კლიენტებთან ნაშთების, გადახდების თაობაზე
** საკრედიტო კონტროლისთვის შეკვეთების გაცემის განახლებაზე მოთხოვნების შექმნა

კანდიდატის პროფილი:

** უმაღლესი განათლება
** ERP სისტემებში და დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** MS Office-ის ცოდნა
** ქართული ენის თავისუფლად ფლობა; ინგლისური - B1+ დონეზე
** ძლიერი კომუნიკაციისა და ურთიერთობის უნარები
** ანალიტიკური აზროვნება / დეტალებზე ორიენტირება

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე