Робота для біженців з України
საწვავის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწვავის კოორდინატორი
მომწოდებელი: ადამიანური რესურსები ბიზნესისთვის
გამოქვეყნდა: 05 ივლისი / ბოლო ვადა: 05 აგვისტო
რეკრუტინგულ-საკონსულტაციო კომპანია "HR4 Business" დაარსდა 2018 წელს და მას შემდეგ წარმატებით ახორციელებს HR აუთსოსრინგს, HR კონსალტინგს, HR პრეოქტების მართვას, რეკრუტინგს/ ჰედჰანტინგს, HR კვლევებსა და ტრენინგებს.

ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს იპოვონ მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერები, ასევე მაღალკვალიფიციური სპეციალისტები როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

მოხარული ვართ გამოვაცხადოთ ვაკანსია - საწვავის კოორდინატორის პოზიციაზე ჩვენი პარტიონი კომპანიისთვის ტრანსპორტის და ლოგისტიკის სფეროში.

ძირითადი პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ლილოს მიმდებარე ტერიტორია
** სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი - 09:00 - 18:00 სთ
** ანაზღაურება: 1200-1700 ლარი ფიქსირებული ხელზე ასაღები

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება
** უმაღლესი განათლება
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** საწვავის ეფექტური ხარჯვის კონტროლი
** პასუხისმგებლობა საჭირო საწვავის მარაგების მუდმივ მზადყოფნაზე
** საწვავთან დაკავშირებული ფაილების მომზადება / შევსება, რეპორტების წარმოება და მენეჯმენტისთვის წარდგენა
** საწვავის ნაშთების მომზადება და კონტროლის მიზნით ყოველთვიურად გადამოწმება
** საწვავი ბარათების დამზადების ორგანიზება
** საწვავის ჩამოწერის აქტების მომზადება

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კორპორატიული ნომერი / ულიმიტო სასაუბრო

განაცხადების მიღება მიმდინარეობს 19 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.

შერჩევის ეტაპები:

1. რეზიუმეების გადარჩევა
2. ონლაინ გასაუბრება ჩვენთან
3. პირისპირ გასაუბრება დამკვეთის ოფისში

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ მიჰყვეთ მოცემულ ბმულს და გაიაროთ რეგისტრაცია https://forms.gle/tQj282eRrFixNsnH8
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ მეილზე: sales2@hr4b.ge

ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე