Робота для біженців з України
საგზაო გადაზიდვების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საგზაო გადაზიდვების ოპერატორი
მომწოდებელი: ადამიანური რესურსები ბიზნესისთვის
გამოქვეყნდა: 05 ივლისი / ბოლო ვადა: 19 ივლისი
რეკრუტინგულ-საკონსულტაციო კომპანია "HR4 Business" დაარსდა 2018 წელს და მას შემდეგ წარმატებით ახორციელებს HR აუთსოსრინგს, HR კონსალტინგს, HR პრეოქტების მართვას, რეკრუტინგს/ ჰედჰანტინგს, HR კვლევებსა და ტრენინგებს.

ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს იპოვონ მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერები, ასევე მაღალკვალიფიციური სპეციალისტები როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

მოხარული ვართ გამოვაცხადოთ ვაკანსია - ევროპის მიმართულებით საგზაო გადაზიდვების ოპერატორის პოზიციაზე ჩვენი პარტიონი კომპანიისთვის ტრანსპორტის და ლოგისტიკის სფეროში.

ძირითადი პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალოს ტერიტორია
** სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი - 09:00 - 18:00 სთ
** ანაზღაურება: 1800-2300 ლარი ფიქსირებული ხელზე ასაღები + ბონუსი.

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია ევროპის მიმართულებით საგზაო გადაზიდვებში მუშაობის გამოცდილება
** უმაღლესი განათლება
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა

ძირითადი მოვალეობები:

** მეილის მიღება, მასზე მუშაობის დაწყება და კლიენტის ინფორმირება
** სუპერვაიზერთან შეთანხმებით კლიენტზე შეთავაზების გაკეთება/ საჭირო საბუთების მოგროვება
** ტვირთის მახასიათებლების (ზომა, წონა და ა.შ) უზუსტობის შემთხვევაში ალტერნატიული წინადადების დამუშავება და კლიენტთან შეთანხმება
** კლიენტის რეგულარული ინფორმირება/ინფორმაციის განახლება შეკვეთის შესაბამისად
** რაიმე შემთხვევის დადგომის ან გადაზიდვის შეფერხების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება, საჭიროებიდან გამომდინარე ალტერნატიული გზების მოძიება
** გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების დროული მოგროვება, მათი სისწორის შემოწმება და შესაბამისი ინვოისის გამოწერა.

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კორპორატიული ნომერი / ულიმიტო სასაუბრო.

განაცხადების მიღება მიმდინარეობს 19 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.

შერჩევის ეტაპები:

1. რეზიუმეების გადარჩევა
2. ონლაინ გასაუბრება ჩვენთან
3. პირისპირ გასაუბრება დამკვეთის ოფისში

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ მიჰყვეთ მოცემულ ბმულს და გაიაროთ რეგისტრაცია https://forms.gle/tQj282eRrFixNsnH8

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ მეილზე: sales2@hr4b.ge

ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე