Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: სამშენებლო არქიტექტურული კომპნია
გამოქვეყნდა: 05 ივლისი / ბოლო ვადა: 05 აგვისტო
"სამშენებლო არქიტექტურული კომპნია" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი ამოცანები:

** კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა/ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა;
** ინვოისების, ზედნადებებისა და ანგარიშფაქტურების მომზადება დადგენილი წესის შესაბამისად;
** პირველადი დოკუმენტების აღრიცხვა შესაბამის ბაზაში/პროგრამაში;
** შესაბამისი დოკუმენტაციის მოწესრიგება, კონტროლი და სისწორის უზრუნველყოფა;
** საჭირო ბუღალტრული გატარებების შესრულება/უზრუნველყოფა/კონტროლი;
** შემოსავლების და ხარჯების ოპერაციების კონტროლი;
** გადარიცხვების წარმოება;
** შედარების აქტების დამზადება;
** დავალიანების მართვა;
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე კომპეტენციის ფარგლებში ბუღალტერიის სამსახურში არსებული სხვა დავალებებისა და ამოცანების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა და მასთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel-თან მუშაობის გამოცდილება);
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარე, დეტალებზე ორიენტირებული, ყურადღებიანი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** პუნქტუალური პიროვნება პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** ანაზღაურება: გამოსაცდელ პერიოდში 1500 ლარი ხელზე ასაღები

გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Ltd.masterservice@gmail.com

დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე