Робота для біженців з України
ინსპექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინსპექტორი
მომწოდებელი: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
გამოქვეყნდა: 05 ივლისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებს კონკურსს ინსპექტორის პოზიციაზე.

ადგილების რაოდენობა - 1
სამუშაო ადგილი - თბილისი
გრაფიკი: ცვლაში მუშაობა
ანაზღაურება - 1320 ლარიდან 1600 ლარამდე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საშვების დამზადებისა და გაცემის პროცესის გამართულად კანონმდებლობის, სტანდარტების, სახელმძღვანელოების და დებულებების შესაბამისად წარმართვა;
** თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საშვებთან დაკავშირებული შესაბამისი სახელმძღვანელოების, დებულებების, ინსტრუქციების და დოკუმენტების ახალი რედაქციით შენახვა;
** თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სარეჟიმო ტერიტორიაზე პირთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დასაშვები საშვების დამზადება და გაცემა;
** თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საშვების გაცემის პროცესში წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობის გადამოწმება და დადგენილ წესებთან მათი შეუთავსებლობის შემთხვევაში დაინტერესებული პირისათვის ინფორმაციის დროულად წარმოდგენის მოთხოვნა;
** თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საშვთა ბიუროში საშვების დამზადების, გაცემის და შეცვლის პროცესში ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან კოორდინაციით მათი დაუყოვნებელი აღმოფხვრა და საშვთა ბიუროს თბილისის განყოფილების უფროსის და საშვთა ბიუროს უფროსისათვის ინფორმაციის დროული მიწოდება;
** თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კომპანიის მიერ გაცემული სხვადასხვა ტიპის საშვების ჟურნალების თუ ელექტრონული ბაზების დადგენილი წესითა და ფორმით წარმოება;
** საშვთა ბიუროს თბილისის განყოფილებაში საშვთა გაცემის პროცესთან დაკავშირებით დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციების გაწევა;
** მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ხელმძღვანელობის მიერ მოთხოვნილი ფორმით ინფორმაციის მომზადება;
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციუალურობის დაცვა კომპანიის მიერ დადგენილი წესით და ფორმით;
** გაწეული სამუშაოს შესახებ ზეპირი და წერილობითი პერიოდული ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან, ამ უკანასკნელის მიერ განსაზღვრული სახით, ანდა კომპანიაში დანერგილი წესებისა თუ გავრცელებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** შესაბამის სფეროში მუშაობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.
** MS Office Word - სრულყოფილი ცოდნა;
** MS Office Excell - სრულყოფილი ცოდნა;
** MS Office Outlook - სრულყოფილი ცოდნა;
** Microsoft Windows 7/10/11 - მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის და პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** საკუთარი აზრის ლაკონურად გამოხატვის და პოზიციის დაფიქსირების უნარი;
** სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი;
** თანამშრომელთათვის, გვერდში დგომის, მოტივაციის და სათანადო გარემოს შექმნის უნარი;
** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
** ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** შეზღუდულ ვადებში ეფექტური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის და ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი;
** ცვლილებებთან შეგუების და მათი მართვის უნარი.

კონკურსის ეტაპებია:

** აპლიკაციების გადარჩევა;
** გასაუბრება.

მსურველებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზუმე ელ. ფოსტაზე: hr@airports.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

რეზიუმეების მიღება გაგრძელდება 2024 წლის 18 ივლისის ჩათვლით.

CV-ს გამოგზავნით, აცხადებთ თანხმობას შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში" 1 წლის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე