Робота для біженців з України
სამედიცინო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ბიომედიკა
გამოქვეყნდა: 05 ივლისი / ბოლო ვადა: 05 აგვისტო
ფარმაცევტული კომპანია "ბიომედიკა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამედიცინო განათლება;
** განიხილება სამუშაო გამოცდილების არ მქონე კადრებიც.

უნარ-ჩვევები:

** დარწმუნების და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გაყიდვებისა და კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის კარგი უნარი;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებული;

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამედიცინო პერსონალთან ყოველდღიური ვიზიტების დაგეგმვა და განხორციელება;
** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური გეგმის შესრულება დასახული სამოქმედო გეგმის და სტრატეგიის ფარგლებში.
** გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა კომპანიის მომხმარებლებთან;
** კომპანიის პროდუქციის პრომოციისთვის განსაზღვრული აქტივობების განხორციელება;
** კომპანიის პროდუქციის პოპულარიზაცია საქართველოს ბაზარზე;
** უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშგება;

პირობები:

** ხელფასების ღირსეული დონე (ინდივიდუალურად განიხილება);
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** ხუთდღიანი სამუშაო კვირა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელ. მისამართზე: heelofficialgeorgia@gmail.com. ელ. ფოსტას სათაურში მიუთითეთ "სამედიცინო წარმომადგენელი - თბილისი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე