Робота для біженців з України
IT ბიზნეს ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT ბიზნეს ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 05 ივლისი / ბოლო ვადა: 19 ივლისი
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის "2 ნაბიჯი" მთელი ქვეყნის მასშტაბით 470-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით

"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 4000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას IT ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში.

სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ადგილმდებარეობა: ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39/41

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ბიზნეს პროცესების შესწავლა და ანალიზის საფუძველზე ახალი პროექტების დაგეგმარებაში მონაწილეობა;
** ბიზნეს პროცესის აღწერა, გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების მომზადება და ცვლილებების/განახლებების უზრუნველყოფა დაკავშირებულ სტრუქტურულ ერთეულებთან შეთანხმებით;
** კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ ინიცირებულ პროექტებში ჩართულობა, დაგეგმვა, შედეგების ანალიზი და განხორციელებისთვის საჭირო მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
** IT პროექტების ბიზნეს პროცესებზე მორგება და ბიზნეს პროცესების ცვლილებების მომზადება პროექტის შესაბამისად;
** UI/UX დიზაინის და მოქაფების შექმნაში მონაწილეობა;
** პირველადი დოკუმენტაციის წარმოება, user story-ს შექმნა.
** შესრულებული ამოცანის ტესტირების და ჩაბარების პროცესის კოორდინირება და კონტროლი;
** მომხმარებლებისათვის ინსტრუქციის მომზადება და მათი ფუნქციონალური მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით);
** მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამები: Jira Software; Postman; swagger, SQL/NoSQL, Figma, Balsamic, Draw.io, MS Office ან/და სხვა;;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 19 ივლისი, 2024 წელი

"ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 4 წლის ვადით. კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე