Робота для біженців з України
რეცეფციონისტი/ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეცეფციონისტი/ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Tekla Palace By Urban Hotels
გამოქვეყნდა: 05 ივლისი / ბოლო ვადა: 05 აგვისტო
14 ნომრიანი სასტუმრო "Tekla Palace By Urban Hotels", ქ. თბილისში აცხადებს ვაკანსიას რეცეფციონისტის/ადმინისტრატორის პოზიციაზე:

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ სფეროში;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა- სავალდებულოა, დამატებით ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** კომუნიკაბელურობა;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** შრომისმოყვარე, ენერგიული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალური.

მოვალეობები:

** სტუმრების მიღება, რეგისტრაცია, განთავსება
** ჯავშნების სისტემაში შეტანა
** სტუმრების გაწერა, ანგარიშსწორება
** სატელეფონო ზარებზე პასუხი
** სასტუმროში არსებული სერვისების სტუმრებისთვის შეთავაზება
** სტუმრებთან თავაზიანი ურთიერთობა და მათ მოთხოვნებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება
** ცვლებში მუშაობა

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო გარემოში მუშაობას
** მეგობრულ კოლექტივს
** სტაბილურ ხელფასს
** პროფესიულ ზრდას

პირობები:

** სამუშაო განრიგი 3 დღეში 1 ხელ 24 საათიანი ცვლა. თვეში 10 ცვლა. ცვლაში 80 ლარი
** 3 ჯერადი კვება
** ღამე ძილის საშუალება
** ხელფასი: 800 ლარი (ხელზე ასაღები)

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ფოტოსურათით ელ. ფოსტაზე: urbanoldmeidan@gmail.com. სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მისამართი: თბილისი, ერეკლე მეორეს გამზ #10, სასტუმრო- Tekla Palace By Urban Hotels.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე