დასახელება:
მიმტანი
|
მომწოდებელი:
არტ ჰაუსი
|
გამოქვეყნდა: 05 ივლისი
/ ბოლო ვადა: 05 აგვისტო
|
"არტ ჰაუსი" - ეს არის თავშეყრის ადგილი შემოქმედებითი და გასტრონომიული სიამოვნებისთვის, რომელიც აერთიანებს მუზეუმს, სხვადასხვა სახის კვების ობიექტებს და გამაჯანსაღებელ ცენტრს.
მიმტანის მოვალეობები:
** აიღოს შეკვეთა სტანდარტების დაცვის მიხედვით. ჩაიწეროს, პროგრამაში შეიყვანოს და სამზარეულოს მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია შეკვეთის შესახებ.
** მოემსახუროს საკვებითა და სასმელით მაგიდას და მიაწოდოს დღის კერძზე ან სასმელზე ინფორმაცია.
** მოამზადოს მთლიანი და სრული ანგარიში სტუმრის წარსადგენად.
** სტუმრის წასვლის შემდეგ გაასუფთაოს მაგიდადა გაამზადოს ის სტანდარტების შესაბამისად.
** დარწმუნდეს რომ ტერიტორია (რესტორანი) არის მომარაგებული ყველა საჭირო პროდუქტით და თუ ეს ასე არ არის, მაშინ საქმის კურსში ჩააყენოს ზემდგომი პირი.
** სტუმრის უკმაყოფილების შემთხვევაში საქმის კურსში ჩააყენოს ზემდგომი პირი.
** ზედმიწევნით კარგად იცოდეს მენიუ (ბარის და კერძების), შემავალი ინგრედიენტები და მომზადების მეთოდები.
მოთხოვნები:
** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა
** სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მიმტანის პოზიციაზე
უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალურობა
** კომუნიკაბელურობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
ანაზღაურება - 900 ლ
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: HR@thearthouse.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|