Робота для біженців з України
ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: სფეის კარგო
გამოქვეყნდა: 05 ივლისი / ბოლო ვადა: 05 აგვისტო
კომპანია "სფეისკარგო", აცხადებს ვაკანსიას, ციფრული მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

"სფეისკარგო" გახლავთ გადამზიდი კომპანია, რომელიც ახორციელებს ამანათებისა და ტვირთების ტრანსპორტირებას ჩინეთი, ამერიკა, დუბაი, თურქეთი, საბერძნეთი, ბრიტანეთი და ჰონგ-კონგიდან. გვაქვს როგორც საცალო, ასევე მცირე და საშუალო ბიზნეს მიმართულებები.

უზრუნველვყოფთ ნებისმიერი სირთულის ტვირთის გადაზიდვას (იმპორტი, ექსპორტი) სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სასურველია მარკეტინგში
** სამუშაო გამოცდილება 1-3 წელი
** Google Ads, Google Analytics, Meta Business Suite & AD Manager, LinkedIn Campaign Manager, SEO/SEM/SMO-თან მუშაობის გამოცდილება
** კომპიუტერული პროგრამების - Microsoft Office ცოდნა (სხვა პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად)
** თანამედროვე ტექნოლოგიების, ტრენდების ცოდნა ციფრულ მარკეტინგში
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კონტენტ კალენდრის შედგენა და სწორ აუდიტორიაზე დიჯიტალ კამპანიების ჩაშვება;
** სწორი საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება და საკომუნიკაციო გეგმის შესრულება და რეპორტინგი;
** კონტენტ სტილის შედგენა და დიზაინერების გუნდთან ერთად აქტიურად დამუშავება სხვადასხვა კამპანიის ჭრილში;
** სოციალური მედიის გვერდების მართვა პროფესიონალურად
** მარკეტინგის გუნდთან შეთანხმებით, წინასწარ გაწერილი კონტენტ სტრატეგიის თაიმლაინში მართვა და შინაარსობრივი კონტენტის მოძიებაში ჩართვა;
** ქოფის შექმნა (ტექსტის მომზადება პოსტისთვის), სწორად შერჩეულ სამიზნე აუდიტორიაზე დარეკლამება.
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რაც სავალდებულოა მარკეტინგული აქტივობების ეფექტურად დაგეგმვა - განხორციელებისათვის.

ბენეფიტები:

** ანაზღაურება 1500 ლარი (დარიცხული)
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სპეც. ტარიფები კომპანიის სერვისებზე.
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის 30ა
** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:30 / შაბათი 11:00 - 15:00

თუკი გაქვთ მოტივაცია და თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გეძლევათ შესაძლებლობა, შემოუერთდეთ ჩვენს მეგობრულ გუნდს, რომელიც ორიენტირებულია განვითარებაზე!

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გადმოაგზავნეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@spacecargo.ge.

გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება: "ციფრული მარკეტინგის მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე