Робота для біженців з України
ქოლცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ახალი სიცოცხლე
გამოქვეყნდა: 05 ივლისი / ბოლო ვადა: 05 აგვისტო
სს "კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის" კლინიკა "ახალი სიცოცხლე" შემდეგ პოზიციაზე: ქოლცენტრის ოპერატორი

ძირითადი მოთხოვნები:

სავალდებულოა:

** უმაღლესი განათლება,
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

სასურველია:

** სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება.
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** კლინიკის ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე პასუხი, მომხმარებლისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, ექიმთან ვიზიტზე/კვლევაზე ჩაწერა;
** სატელეფონო ზარებით, მიღებული/გაცემული ინფორმაციის დეტალური ასახვა პროგრამულად.

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლიუბლიანას ქ. N29

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გამოაგზავნონ CV ელფოსტაზე: Vacancy_surgery_Nlife@aversi.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ქოლცენტრის ოპერატორი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

ცენტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.nlife.ge/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე