Робота для біженців з України
მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: მზიური დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 05 ივლისი / ბოლო ვადა: 05 აგვისტო
"მზიური დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

"მზიური დეველოპმენტი" ქართულ ბრიტანული დეველოპერული კომპანიაა, რომელიც აჭარაში ორ მსხვილ საცხოვრებელ და საინვესტიციო პროექტს ავითარებს.

ესენია "მზიური გარდენსი" და "მზიური ველნესი" - ორივე პროექტში განთავსდება საცხოვრებელი აპარტამენტები და 5** ** * სასტუმროების ქსელი CROWNE PLAZA

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ხელმძღვანელი პირების გადაადგილება- მომსახურება;
** ავტომანქანის მუდმივად სისუფთავის და წესრიგის დაცვა;
** ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში დროული სერვისის ჩატარება;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა B და С კატეგორია;
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** უცხო ენები უპირატესად ჩაითვლება ინგლისური და რუსული საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა სტუმრებთან კომუნიკაციისთვის.

საჭირო უნარები:

** ორგანიზებული, პოზიტიური, შრომისმოყვარე, პუნქტუალური, გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობიანი, დეტალებზე ორიენტირებული, დროისა და რესურსების ეფექტური მართვის უნარი, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: კანდიდატის გამოცდილებიდან და კვალიფიკაციიდან გამომდინარე.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართებზე: info@mziurigardens.ge.

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე