Робота для біженців з України
საოპერაციო მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო მენეჯერი
მომწოდებელი: მზიური დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 05 ივლისი / ბოლო ვადა: 05 აგვისტო
"მზიური დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე

"მზიური დეველოპმენტი" ქართულ ბრიტანული დეველოპერული კომპანიაა, რომელიც აჭარაში ორ მსხვილ საცხოვრებელ და საინვესტიციო პროექტს ავითარებს.

ესენია "მზიური გარდენსი" და "მზიური ველნესი" - ორივე პროექტში განთავსდება საცხოვრებელი აპარტამენტები და 5** ** * სასტუმროების ქსელი CROWNE PLAZA

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ბათუმი, თამარ მეფის ქუჩა 14
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მოკლე და გრძელ ვადიანი სტრატეგიული გეგმების განსაზღვრა და იმპლემენტაცია;
** ეფექტური მართვა და ოპერირება;
** სტუმრების მომსახურების მაღალი ხარისხით უზრუნველყოფა;
** სამუშაო პერსონალის მართვა, პროდუქტიულობის ამაღლება და მოტივაცია;
** საოპერაციო სტანდარტების შემუშავება და დანერგვა;
** არსებული პროდუქტების/სერვისების ხარისხის კონტროლი და ახალი პროდუქტების/სერვისების დანერგვა;
** კომპანიის პარტნიორ კომპანიებთან, მომწოდებლებთან და კონტრაქტორებთან ურთიერთობა;
** უსაფრთხოების და ჰიგიენური სტანდარტების მართვა და მონიტორინგი;
** დამფუძნებლებისთვის და ინვესტორებისთვის რეგულარული ანგარიშის ჩაბარება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** აღნიშნულ მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 3 -5 წლიანი გამოცდილება
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა

საჭირო უნარები:

** პერსონალის მართვის უნარი, კომუნიკაბელურობა, რესურსების ეფექტური გამოყენება, შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მქონე, ორგანიზებული, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი, გუნდური მუშაობის უნარი;
** საქმიანი მოლაპარაკებების წარმართვისა და პრეზენტაციის ჩატარების უნარი;

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებიდან და კვალიფიკაციიდან გამომდინარე.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართებზე: info@mziurigardens.ge

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე