Робота для біженців з України
ქოლცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ფეიბოქსი
გამოქვეყნდა: 05 ივლისი / ბოლო ვადა: 05 აგვისტო
კომპანია "ფეიბოქსი" საგადახდო მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს სწრაფი გადახდის ტერმინალების მეშვეობით. ფეიბოქსის ტერმინალები მთელი საქართველოს მასშტაბით არის განთავსებული, სადაც მომხმარებელს შეუძლია მიიღოს სასურველი მომსახურება 24/7 რეჟიმში.
ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფისთვის კომპანია იყენებს საუკეთესო პრაქტიკებს, რომელიც დამკვიდრებულია თანამედროვე ბაზარზე, სწორედ ეს ფაქტი არის კომპანიის მუდმივი პროგრესის საწინდარი.

თუ გსურს გახდე დინამიურად მზარდი გუნდის წევრი და გაინტერესებს ტექნიკური გამოცდილების დაგროვება - ჩვენი კომპანია აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, კომპანიის სათაო ოფისი; (საბურთალო)
ანაზღაურება: 750 ლარი
გრაფიკი: მცოცავი, კვირაში 40 საათი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში შემოსულ ზარებზე და შეტყობინებებზე პასუხის დროულად გაცემა;
** მომხმარებლის კვალიფიციური კონსულტაცია კომპანიის პროდუქტის შესახებ;
** მეილზე შემოსულ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** მომხმარებელზე/სერვისზე ორიენტაცია;
** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
** თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების უნარი;
** გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@numus.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ქოლ-ცენტრის ოპერატორი".

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "ფეიბოქსი"-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "ფეიბოქსში" შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის შესაბამის/სხვა პოზიციაზე განსახილველად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "ფეიბოქსი"-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "ფეიბოქსში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე