Робота для біженців з України
მაღაზიის მენეჯერი - დიღომი, თბილისი მოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: კარტერსი
გამოქვეყნდა: 05 ივლისი / ბოლო ვადა: 05 აგვისტო
ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელი "Carters" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

ადგილმდებარეობა: დიღომი, თბილისი მოლი
გრაფიკი: 7 საათიანი სამუშაო გრაფიკი
სამუშაო დღე: 5

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;,
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.

ძირითადი მოვალეობები:

სავაჭრო პროცესების მართვა:

** მერჩენდაიზინგის სტანდარტების მიხედვით პროდუქციის სწორი განლაგების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის თაროებზე შევსების კონტროლის უზრუნველყოფა და სხვ.
** პროდუქციის მოვლა და მის სისუფთავეზე ზრუნვა;

სააღრიცხვო პროცესების მართვა:

** მონაწილეობის მიღება შემდეგ საკითხებში - მარაგების მართვა, პროდუქციის შეკვეთა გაყიდვებისა და ნაშთის მიხედვით:
** შიდა აღწერებში მონაწილეობის მიღება;
** ოფისიდან მიღებულ სხვადასხვა დავალებებზე ოპერატიულად რეაგირება;
** საწყობიდან პროდუქციის მიღება და უკან დაბრუნება დადგენილი წესის მიხედვით მენეჯერის ან უფროსი კონსულტანტის მეთვალყურეობის ქვეშ;
** ოპტიმალური ასორტიმენტის განსაზღვრა;
** მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა;
** ორგანიზაციის პროგრამაში და სალარო აპარატთან მუშაობა მენეჯერის ან უფროსი კონსულტანტის მეთვალყურეობის ქვეშ.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში
** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Word, Excel).
** პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:
** გუნდში მუშობის უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** სამუშო დროს ეფექტურად განაწილების უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** პუნქტუალური;
** მოწესრიგებული;

სამუშაო გრაფიკი: სრული.

დაინტერესებულმა პირებმა, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@babyco.ge და "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (მენეჯერი).

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე