Робота для біженців з України
ღამის ცვლის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღამის ცვლის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო ჯენიო
გამოქვეყნდა: 05 ივლისი / ბოლო ვადა: 05 აგვისტო
სასტუმრო "ჯენიო" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის ადმინისტრატორის პოზიციაზე (სასტუმრო მდებარეობს თბილისში, ვაკეში).

მოვალეობები:

** სასტუმროში მოსული სტუმრების მიღება, განთავსება, გასტუმრება
** ოთახების დაჯავშნა და მომხმარებლისთვის ფასების და სპეციალური ფასდაკლებების გაცნობა;
** სატელეფონო ზარებზე და ელ. ფოსტაზე პასუხი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება;
** სასტუმროს და ოთახების სტატუსის მუდმივი კონტროლი.

მოთხოვნები:

** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელური, ყურადღებიანი, ორგანიზებული და თავაზიანი.

ხელფასი: 720 ლარი (ხელზე ასაღები)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტით შემდეგ მისამართზე: info.hotelgenio@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე