Робота для біженців з України
ავტოლიზინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტოლიზინგის მენეჯერი
მომწოდებელი: დიზი ლიზინგი
გამოქვეყნდა: 05 ივლისი / ბოლო ვადა: 05 აგვისტო
საერთაშორისო სალიზინგო კომპანია "დიზი ლიზინგი" ოპერირებს საქართველოს ბაზარზე 2021 წლის დეკემბრიდან ქ. თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის საიტი: https://www.dizi.ge

კომპანია ეძებს ავტოლიზინგის მენეჯერს .

ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები:

** მომხმარებლისათვის სალიზინგო პროდუქტებისა და პირობების გაცნობა;
** მომხმარებლისაგან საჭირო მონაცემების მიღება და შესაბამის ბაზებში გადამოწმება;
** მომხმარებლის განაცხადის დამუშავება და ანალიზი;
** სალიზინგო ხელშეკრულების გაფორმება;
** სალიზინგო ხელშეკრულებების შემდგომი მართვა, რესტრუქტურიზაციის თუ სხვა ცვლილების შემთხვევაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: სასურველი ბიზნესის ან ფინანსების მიმართულებით;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე, გაყიდვების ან/და საფინანსო სფეროში;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** Microsoft office.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: HR@dizi.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ლიზინგის მენეჯერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე