Робота для біженців з України
აღმზრდელი/აღმზრდელი ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აღმზრდელი/აღმზრდელი ასისტენტი
მომწოდებელი: საბავშვო ბაღი ოქროყანა
გამოქვეყნდა: 05 ივლისი / ბოლო ვადა: 05 აგვისტო
საბავშვო ბაღი "ოქროყანა" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე: აღმზრდელი/აღმზრდელის ასისტენტის პოზიცია.

ინფორმაცია ბაღის შესახებ:

საბავშვო ბაღი ოქროყანა დაარსდა 2019 წელს და გათვლილია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის 40 ბავშვზე. თითო ჯგუფში 10 აღსაზრდელია და ორი აღმზრდელი. ჩვენ ბაღს გააჩნია გამწვანებული დაცული ეზო, თანამედროვე ინტერიერი, ეკოლოგიურად სუფთა საბავშვო ინვენტარი და ასევე აღჭურვილია სამეთვალყურეო კამერებით.

დეტალურად ინფორმაცია ბაღის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.facebook.com/oqrokana/?ref=page_internal

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვებგვერდი: https://www.facebook.com/oqrokana/?ref=page_internal
ელექტრონულ მისამართი: kgoldenville@gmail.com

ჩვენ თქვენ გთავაზობთ:

** მზარდი ხელფასი
** თანამშრომლების პროფესიული განვითარება (ტრენინგები/კურსები)
** სამჯერადი კვება

ბავშვების და პედაგოგების რაოდენობა ჯგუფში:

** 2/3 წლის ასაკის ჯგუფში მაქსიმუმ 8 ბავშვი და 2 პედაგოგი.
** 3/4, 4/5 და 5/6 წლის ასაკის ჯგუფებში მაქსიმუმ 10 ბავშვი და 2 პედაგოგი.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე
10:00 დან 19:00 საათამდე

მასწავლებლის ასისტენტის პოზიცია.

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

** სასწავლო სააღმზრდელო პროცესის წარმართვა
** სასწავლო სააღმზრდელო პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა სამუშაოების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია პედაგოგიკის ან ფსიქოლოგიის მიმართულებით
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და გამართულად მეტყველების უნარი.

საჭირო თვისებები და უნარი

** ბავშვთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა,
** ემოციური წონასწორობა,
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება,

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი CV ქართულ ენაზე გამოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: kgoldenville@gmail.com
ელფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე