Робота для біженців з України
უმცროსი კონტენტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი კონტენტის მენეჯერი
მომწოდებელი: Extra.ge
გამოქვეყნდა: 05 ივლისი / ბოლო ვადა: 05 აგვისტო
"Extra"-ს გუნდში უმცროსი კონტენტის მენეჯერის ვაკანსია გვაქვს!

Extra ყველაზე დიდი ელექტრონული კომერციის ქართული პლატფორმაა, რომელიც 2020 წლიდან ოპერირებს ბაზარზე.

ის მომხმარებელს სთავაზობს ყველაზე დიდ არჩევანს - 120 000 ნივთს, რომელიც განაწილებულია 30-მდე სხვადასხვა კატეგორიაში. იგი ასევე უზრუნველყოფს უფასო მიტანის სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით თბილისსა და რეგიონში.

https://extra.ge/

უმცროსი კონტენტის მენეჯერის როლი მოიაზრებს:

** საიტზე პროდუქტის მახასიათებლების, სურათების, დასახელებების, ანოტაციების დამუშავებასა და ატვირთვას
** პარტნიორი კომპანიებისგან მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, არსებული კონტენტის შემოწმებას, კონტროლს და განახლებას
** საიტზე ინფორმაციის (პროდუქტების, აღწერების, ფილტრების) სწორ განლაგებას
** მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის მიერ დაფიქსირებული ხარვეზების გასწორებას, აღმოფხვრას, ან შესაბამის დეპარტამენტში გადამისამართებას

ჩვენ გეძებთ, თუ:

** ხარ დეტალებზე ორიენტირებული და ორგანიზებული
** გსურს, უნიკალური გამოცდილების მიღება e-commerce-ში.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და პროგრესულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას
** ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** Fitpass

სამუშაო გრაფიკი:

** 5 სამუშაო დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** 10:00 საათიდან - 19:00 საათამდე

დასაქმების ადგილი: თბილისი, პეკინის ქუჩა N41

თუ შენთვის საინტერესოა უმცროსი კონტენტის მენეჯერის როლი extra-ში, გაგვიზიარე CV შემდეგ ლინკზე: https://bit.ly/3g2x0px.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე