Робота для біженців з України
4 თანრიგის ელექტროზეინკალი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: 4 თანრიგის ელექტროზეინკალი
მომწოდებელი: თელასი
გამოქვეყნდა: 05 ივლისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
სააქციო საზოგადოება "თელასი" აცხადებს ვაკანსიას გამანაწილებელი ქსელის სამსახურის სატრანსფორმატორო საამქროს გამანაწილებელი მოწყობილობების დანადგარების რემონტის 4 თანრიგის ელექტროზეინკალის თანამდებობაზე

თანამდებობრივი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** საშუალო სპეციალური ტექნიკური განათლება.
** სასურველია ჰქონდეს მსგავსი პროფესიით მუშაობის გამოცდილება.
** დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.

თანამდებობრივი მოვალეობები

** გამანაწილებელი დანადგარების სარემონტო (და სხვა სახის) სამუშაოების შესრულება.
** დანადგარების რემონტი ელემენტების ნაწილობრივი შეცვლით, 35 კვ-მდე ძაბვის ქსელში ღია და დახურული ელექტროდანადგარების რეგულირება და შეცვლა.
** იზოლაციის გამოუცვლელად აგგ (ამძრავის გარეშე გადართვა)-ს მოწყობილობით 35 კვ-მდე. ძაბვის ნებისმიერი სიმძლავრის ტრანსფორმატორების, მზომი ტრანსფორმატორების ძაბვით 35 კვ-მდე, სპეციალური მშრალი და ზეთოვანი ტრანსფორმატორების 6, 3 ათასი კვა-მდე და ძაბვის სიმძლავრით 35 კვ-მდე ტექნიკური მომსახურება და შეკეთება.
** 35 კვ-მდე სიმძლავრის ტრანსფორმატორების კაპიტალური რემონტი გრაგნილების შეცვლით კაპიტალური რემონტი აგგ -ს მოწყობილობებით, ელექტრო, პნევმატიკური და საზომი ინსტრუმენტების გამოყენებით.
** შეუკეთებელი დეტალების გამოცვლა, შეიარაღება, ვაკუუმით შრობა. 1.5. ცეოლიტურ დანადგარებზე სატრანსფორმატორო ზეთის წმენდა და შრობა.
** 7-10 კვალიტეტის მქონე (2-3 სიზუსტით) დეტალების საზეინკლო დამუშავება.
** შემყვანებისა და ჩართვის შიდა იზოლაციების რემონტი და ტექნიკური მომსახურება 1.8. მობილური და ფიქსირებული კონტაქტების რემონტი და რკალჩამქრობი მოწყობილობების.
** გამომრთველო მოწყობილობების მდგომარეობის შემოწმება და დეფექტების აღმოფხვრა. თავსახურების, ბაკების, გამონაბოლქვი მოწყობილობების და დამცავი კაპლანების რემონტი. გამთიშველების შემოწმება და იზოლატორების დამუშავება.

ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელფოსტით vakansia@telasi.ge 2024 წლის 18 ივლისის ჩათვლით აუცილებლად ქართულ და რუსულ ენებზე. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე