Робота для біженців з України
შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Auto Import Logistics
გამოქვეყნდა: 05 ივლისი / ბოლო ვადა: 05 აგვისტო
"Auto Import Logistics" არის საავტომობილო ლოჯისტიკური კომპანია საქართველოში, კერძოდ თბილისში. ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ მასზე მორგებული ტარიფებითა და პირობებით ამერიკიდან ავტომობილების ტრანსპორტირებისა და ლოჯისტიკის სერვისს.

კომპანია "Auto Import Logistics" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

იდეალური კანდიდატი უნდა იყოს მოტივირებული და ორგანიზებული, რომელსაც აქვს კარგად ჩამოყალიბებული უნარები მომხმარებლების მოძიებისა და მათთან ურთიერთობის საკითხებში.

მოვალეობები:

** კლიენტების მოძიება.
** კლიენტებთან სატელეფონო და წერილობითი კომუნიკაცია.
** ავტომობილების შერჩევა აუქციონზე.
** ავტო ბიზნესის სფეროში ახალი სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება.
** ყოველდღიური რეპორტინგი.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი.
** კარგი საორგანიზაციო უნარები.
** პრობლემის სწრაფად და ეფექტურად გადაჭრის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა.
** მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება შესყიდვების მენეჯერის სფეროში ჩაითვლება უპირატესად.
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე.

კომპანიას იღებს პასუხისმგებლობას გამოცდილების არ მქონდე თანამშრომლის გადამზადებასა და დატრენინგებაში.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე მეილზე: autoimportlogistics@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ ლინქდინზე.

კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ჩვენს HR მენეჯერს: +995 557 54 44 11
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე