Робота для біженців з України
ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების უმცროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯიპიაი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 05 ივლისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
სს სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი (http://www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის "ვენის სადაზღვევო ჯგუფის" (http://www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. "ჯიპიაი ჰოლდინგი" გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:

** სადაზღვევო ოპერაციების პროგრამაში (SAP) ასახვა და კონტროლი;
** საინვესტიციო ოპერაციების პროგრამული კონტროლი;
** დებიტორული/კრედიტორული (გადამზღვეველების) დავალიანებების/ანგარიშების კონტროლი;
** სადაზღვევო ოპერაციების შესაბამისობის პროგრამული კონტროლი;
** სადაზღვევო და ბუღალტრული პროგრამების ნაშთების რეკონსილაცია;
** სადაზღვევო ოპერაციების აღრიცხვის და კონტროლის სისტემების განვითარება;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (IFRS);
** პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტის (ACCA) F1, F2, F3-ის სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად;
** SAP სისტემასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების უმცროსი სპეციალისტი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2024 წლის 30 ივლისი.

ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე