Робота для біженців з України
ბუღალტერ-ოპერატორი - ფოთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: პრაიმ ბეტონი
გამოქვეყნდა: 05 ივლისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
შპს "პრაიმ ბეტონი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე ქ. ფოთში.

"პრაიმ ბეტონი" არის სამშენებლო - საინჟინრო კომპანია, რომელიც აშენებს პორტებს, გზებს, წყლის ინფრასტრუქტურას, სამოქალაქო და ინდუსტრიულ შენობებს. კომპანია ასევე აწარმოებს ბეტონს, სამშენებლო მასალებს და ბეტონის ნაკრებ კონსტრუქციებს. 

კომპანიისა და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: https://www.primeconcrete.ge

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების/ეკონომიკის/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამა 1C-ის ცოდნა;
** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრად/წარმოების ბუღალტრის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტაციის შედგენა, დამუშავება და შესაბამისი რეპორტის წარმოება;
** საჭირო დოკუმენტაციისა და სხვა ინფორმაციის ადრესატამდე მიწოდების უზრუნველყოფა/მონიტორინგი;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება, აღრიცხვა, დაარქივება და კონტროლი;
** სხვადასხვა საბუღალტრო ოპერაციების პროგრამაში გატარება;
** ოპერაციების პროგრამული აღრიცხვა, სასაქონლო ზედნადებების (რეალიზაცია, შიდა გადაადგილება) rs.ge ატვირთვა;
** აღნიშნული ოპერაციების დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება (მათ შორის: მიღება-ჩაბარების აქტები, სალაროს შემოსავალ-გასავლის ორდერების, სასაქონლო ზედნადებების)მათი კანონიერების, დროულად და სწორად წარმოების კონტროლი;
** ფინანსური საქმიანობის აღრიცხვა, ანალიზი და რეპორტინგი;
** დებიტორული და კრედიტორული ნაშთების მუდმივი კონტროლი;
** სხვადასხვა საბუღალტრო ოპერაციების პროგრამაში გატარება;
** სხვადასხვა რეპორტების მომზადება მენეჯმენტისთვის.
** ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა და დოკუმენტაციის წარმოება;

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, Outlook);
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@primeconcrete.ge 2024 წლის 30 ივლისის ჩათვლით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე