Робота для біженців з України
გეოდეზისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გეოდეზისტი
მომწოდებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
გამოქვეყნდა: 05 ივლისი / ბოლო ვადა: 05 აგვისტო
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 18 ქვეყანაში ოპერირებს.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს გეოდეზისტის პოზიციაზე, ტოპო-გეოდეზიურ სამსახურში.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კომპანიის სათავო ოფისი (მისამართი: მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00 სთ
ანაზღაურება: 1, 568 ლარი (NET, ხელზე ასაღები თანხა)

ძირითადი მოვალეობები:

** წინასაპროექტო მოკვლევითი სამუშაოების წარმოება, კერძოდ "GPS"-ის და "ელექტრონული ტაქეომეტრის" საშუალებით წერტილების აღება და ტერიტორიის აგეგმვა.
** სქემატური ნახაზების და ტოპოგრაფიული რუკების შედგენა.
** საპროექტო ქსელის დაკვალვა, სამშენებლო მოედანზე მოსაწყობი ქსელის მონიშვნა.
** არსებული ქსელის აზომვა.
** საშემსრულებლო "შეიპფაილების" მომზადება.
** მონაწილეობა ქსელების ინსტრუმენტული დიაგნოსტიკის პროცესში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** ბაკალავრის ხარისხი ტექნიკური მიმართულებით/პროფესიული განათლება სასურველია ტოპო-გეოდეზიის განხრით.
** მსგავს სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება.
** სასურველია ობიექტების პროექტირების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ, მეთოდური და ნორმატიული მასალების ცოდნა.
** "GPS"-ს და ელექტრონული ტაქეომეტრის ექსპლუატაციის ცოდნა.
** სასურველია ინგლისურის B1-B2 დონეზე ფლობა.
** MS Office პროგრამების ცოდნა
** გრაფიკული პროგრამების: ArcGIS AutoCAD ცოდნა.

აუცილებელი უნარ-ჩვევები

** სამუშაოს დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი.
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და დედლაინების მართვის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Recruitment@gwp.ge არა უგვიანეს 5 აგვისტოსა.

გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე