Робота для біженців з України
წარმოების ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების ბუღალტერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 05 ივლისი / ბოლო ვადა: 05 აგვისტო
ქართული თანამედროვე სტანდარტების მქონე კომპანია, რომლის ძირითადი საქმიანობა სამშენებლო სარემონტო მასალების წარმოებაა, აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი - სრული:

** ორშაბათი პარასკევი 10:00-18:00;
** შაბათი 11:00- 14:00, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში დისტანციურად.

ძირითადი მოთხოვნები:

** საბუღალტრო პროგრამა FINA-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებისა და საგადასახადო კოდექსის ცოდნა
** მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებულად MS Excel-ის

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური ბუღალტრული გატარებები
** წარმოების პროცესების საბუღალტრო პროგრამაში ასახვა
** პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების და საკითხების შესრულება

დისტანციურად მუშაობა არ განიხილება.

განვიხილავთ 2 წლის ზევით ნებისმიერი გამოცდილების მქონე კანდიდატს. გთხოვთ, კანდიდატურის წარდგენისას მეილში დააფიქსიროთ თქვენთვის სასურველი ანაზღაურება თანამშრომლობის შემთხვევაში.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: cristaltd9@gmail.com

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე