Робота для біженців з України
ავტოსადგომის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტოსადგომის მენეჯერი
მომწოდებელი: ლისის ტბის რეკრეაცია
გამოქვეყნდა: 05 ივლისი / ბოლო ვადა: 05 აგვისტო
"ლისის ტბის რეკრეაცია" აცხადებს ვაკანსიას ავტოსადგომის მენეჯერის პოზიციაზე.

ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1500 ლარი.
სამუშაო ადგილი: ლისის ტბა
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** ავტოსადგომზე არსებული საპარკინგე სისტემის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ავტოსადგომის მონიტორინგი და ნებისმიერი დარღვევის ან საეჭვო ქმედების შესახებ შესაბამისი რეაგირება;
** ავტომობილების მონაცემთა ბაზის მონიტორინგი და მართვა;
** მომხმარებლებთან სწორი კომუნიკაცია;
** ავტოსადგომის ტერიტორიაზე წესრიგის უზრუნველყოფა.

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უპირატესობა მიენიჭება მსგავსი გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
** კომპიუტერთან მუშაობის ელემენტარული თვისებების ქონა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@lisi.ge ან დაგვიკავშირდით 599160645.

სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ავტოსადგომის მენეჯერი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ლისის ტბის რეკრეაციის მენეჯმენტმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე