Робота для біженців з України
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ფოტოცენტრი
გამოქვეყნდა: 05 ივლისი / ბოლო ვადა: 05 აგვისტო
კომპანია "ფოტოცენტრი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

"ფოტოცენტრი" წარმატებული ქართული კომპანიაა, 25 წლიანი მუშაობის გამოცდილებით, რომელიც უახლესს ტექნოლოგიებზე დაფუძნებით მომხმარებლებს სთავაზობს ციფრულ ბეჭდვას, ნებისმიერი სახის ფოტომომსახურებასა და მრავალფეროვან და უნიკალურ სასაჩუქრე პროდუქციას. კომპანია წარმოდგენილია 4 ფილიალით და ონლაინ მაღაზიით: https://photocenter.ge/

მარტივი, შემოქმედებითი და სასიამოვნო - ყველა ჩვენი პროდუქტი დამზადებულია ამ სამი კრიტერიუმის გათვალისწინებით.

კომპანიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ

** Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/profile.php?id=100085298679063
** ინსტაგრამ გვერდზე: https://www.instagram.com/photocenter.ge/
** Tik Tok გვერდზე: https://www.tiktok.com/@photocenter.ge

სამუშაო გრაფიკი:

** კვირაში 4 დღე, 10:00-19:00
** ანაზღაურება - 1000 ლარი
** სტაჟირების პერიოდი - 2 კვირა

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სერვისისა და პროდუქციის მომხმარებლებისთვის წარდგენა და შეკვეთების გაფორმება
** სალარო აპარატთან მუშაობა
** აღებული შეკვეთების მონიტორინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა
** გამართული ქართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება
** არითმეტიკული ოპერაციების ცოდნა
** სასურველია მომსახურებისა და გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პრეზენტაბელური
** კომუნიკაბელური
** თავაზიანი
** ორგანიზებული
** სტრესულ გარემოში ადაპტირების და სწრაფი რეაგირების უნარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე: marsofan@gmail.com

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე