Робота для біженців з України
ტრენერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტრენერი
მომწოდებელი: ბიომარკეტი
გამოქვეყნდა: 05 ივლისი / ბოლო ვადა: 05 აგვისტო
კომპანია "ბიომარკეტი" აცხადებს ვაკანსიას ტრენერის პოზიციაზე!

ჩვენ ვართ კომპანია "ბიომარკეტი", ქოლცენტრი, რომელიც მუშაობს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ბაზარზე. ჩვენი კომპანია 7 წელზე მეტია დაკავებულია სილამაზისა და ჯანმრთელობის გასაუმჯობესებელი და შემანარჩუნებელი საშუალებების ონლაინ გაყიდვით. ვეძებთ ახალგაზრდა მოტივირებულ ტრენერს, რომელიც დაგვეხმარება შედეგზე ორიენტირებული გუნდის ფორმირებაში!

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00)
ანაზღაურება: 2500 ლარი.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

** რუსული ენის ცოდნა კვალიფიციურ დონეზე (აუცილებელია);
** გაყიდვების სფეროში ტრენერად მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია);
** გაყიდვების ტექნიკის ცოდნა (სავალდებულო)

პიროვნული მახასიათებლები:

** ეფექტური სიტყვიერი კომუნიკაციისა და მოსმენის უნარი;
** დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
** სამუშაო პროცესების ორგანიზების უნარი;
** მოქნილი აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ემპათიურობა და კოლეგიალობა;
** ორიენტაცია შედეგსა და განვითარებაზე.

ძირითადი შესასრულებელი ფუნქცია-მოვალეობები:

** ტრენინგების დაორგანიზება და ჩატარება: ახალი თანამშრომლებისათვის გასაყიდი პროდუქციის გაცნობა და გაყიდვის ტექნიკის ახსნა;
** კომპანიაში დასაქმებული გაყიდვების მენეჯერებისთვის გაყიდვების ტექნიკასთან დაკავშირებული მითითებების მიცემა, სიახლეების შესახებ ინფორმირება;
** არსებული გაყიდვების მენეჯერების გაყიდვების სტატისტიკის მონიტორინგი;
** სიახლეების დანერგვისას გაყიდვების ახალი ტექნიკების შემუშავება;
** საჭიროების შემთხვევაში სკრიპტის ჩაკორექტირება და ავტოთარგმანის გასწორება;
** სწავლების ტექნიკასთან და სხვა მსგავს საკითხებთან დაკავშირებულ თათბირებზე დასწრება

ჩვენთან მუშაობით თქვენ მიიღებთ:

** პროფესიონალურ ტრენინგებს;
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას;
** მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
** კარიერული წინსვლის პერსპექტივას;
** ფიტპასს.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: biomarket23@gmail.com subject-ში აუცილებლად მიუთითეთ "ტრენერი".

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე