Робота для біженців з України
HR სპეციალისტი - თბილისი, ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR სპეციალისტი
მომწოდებელი: გეო ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 05 ივლისი / ბოლო ვადა: 05 აგვისტო
კომპანია "გეო ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას HR სპეციალისტის პოზიციაზე თბილისსა და ქუთაისში.

სამუშაო საათები: 09:00-18:00;
ანაზღაურება: მოლაპარაკების შესაბამისად;

ძირითადი მოვალეობები:

** შერჩევის სრული ციკლის კოორდინაცია და უზრუნველყოფა (ვაკანსიის გამოქვეყნება, რეზიუმეების გადარჩევა, ინტერვიუს დანიშვნა, ე.წ. short list-ის ფორმირება, გადაწყვეტილების მიღება და შეთავაზების გაზიარება, ონბორდინგი);
** ტალანტების მოზიდვისთვის ეფექტური არხების განსაზღვრა/გამოყენება;
** კანდიდატების სარეზერვო ბაზის შექმნა;
** HR SOFT-ში მუშაობა; self.ge-ში მუშაობა;
** თანამშრომლების დანიშვნა/გათავისუფლების მართვის პროცესის უზრუნველყოფა;
** შრომითი ხელშეკრულების გაფორმება, შრომითი პირობების შეცვლის საფუძველზე ხელშეკრულების დანართების მომზადება;
** სხვადასხვა ტიპის ბრძანების პროექტების, თანამშრომლებისთვის ცნობების მომზადება;
** თანამშრომლების პირადი საქმეების და საბუთების წარმოება /წარმოსადგენი საბუთების კონტროლი;
** თანამშრომელთა რეესტრის წარმოება;
** სახელმძღვანელო დოკუმენტაციის გაცნობა და მასში ასახული ინსტრუქციების და ნორმების დაცვა;
** ადამიანური რესურსების ადმინისტრირების პროცესის უზრუნველყოფა;
** კომპენსაციების და ბენეფიტების მართვა;
** შეფასების სისტემების ფორმირებაში მონაწილეობა საჭიროების შემთხვევაში;
** ხელფასების ადმინისტრირება;
** თანამშრომელთა პროფესიული განვითარების საჭიროების გამოვლენა და მათ კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
** მიმართულების საქმიანობის შედეგების ანალიზი და მის საფუძველზე სამოქმედო გეგმის შემუშავება.

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ადამიანური რესურსების მართვის ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.
** რუსული ენის ცოდნა.

აუცილებელი უნარები: 

** დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ინიციატივებისა და ახალი იდეების შემუშავება/დანერგვის უნარი;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი;
** გუნდურობისა და ემპათიის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე: hr@geo-holding.ge;

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი კანდიდატურა.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე