Робота для біженців з України
იურისტი - თბილისი, ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: გეო ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 05 ივლისი / ბოლო ვადა: 05 აგვისტო
შპს "გეო ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანამდებობაზე სამოქალაქო სამართლის მიმართულებით თბილისსა და ქუთაისში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება. სასურველია მაგისტრის ხარისხი;
** მინიმუმ სამწლიანი მუშაობის გამოცდილება იურიდიული მიმართულებით;
** საქართველოს სამოქალაქო/ადმინისტრაციული კანონმდებლობის ცოდნა;
** კანონმდებლობის კვლევის უნარი და გამოცდილება;
** სამართალშემოქმედებითი კვლევითი საქმიანობის წარმართვის უნარი და გამოცდილება;
** ადვოკატის სტატუსი, (ჩაბარებული უნდა ჰქონდეს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა)
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

საჭირო პიროვნული უნარები:

** კომუნიკაციის და აკადემიური წერის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის გამოცდილება.
** საკითხის მიმართ პოზიტიური მიდგომისა და გადაჭრის უნარი;
** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
** ანალიტიკურად აზროვნება;
** ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი.

გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ანაზღაურება: ინდივიდუალური, დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე: hr@geo-holding.ge;

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი კანდიდატურა.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე