Робота для біженців з України
ცვლის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ცვლის მენეჯერი
მომწოდებელი: Domino`s Pizza
გამოქვეყნდა: 05 ივლისი / ბოლო ვადა: 05 აგვისტო
"დომინოს პიცა" (Domino`s Pizza) ამერიკული მრავალეროვნული პიცის სარესტორნო ქსელია, რომელიც დაარსდა 1960 წელს და დღემდე ინარჩუნებს ლიდერ პოზიციას.

საქართველოში წარმოდგენილია 2015 წლიდან და აერთიანებს შვიდ ფილიალს. კომპანიის გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ კანდიდატს.

გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას!

განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მმართველობით (მენეჯერულ) უნარ-ჩვევებს, დანარჩენს ჩვენ გასწავლით!

ვაკანტური პოზიცია - ცვლის მენეჯერი

ადგილმდებარეობა: ქალაქი თბილისი. (საბურთალო, ისანი)
სამუშაო საათები: სრული გრაფიკი 5/2 (ცვლიანობის განრიგი)
ანაზღაურება: ცვლის მენეჯერი - 900 ლარი + ბონუსის სხვადასხვა კატეგორია.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტის პერსონალის ხელმძღვანელობა ცვლის განმავლობაში.
** ცვლაში პერსონალის მიერ სამუშაო დისციპლინის, მომსახურების ეთიკური ნორმების, საქონლის გაყიდვის წესების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი;
** მოვალეობების შესრულებისას კომპანიის სტანდარტებისა და პროცედურების ზედმიწევნით დაცვა;
** კომპანიის პროგრამასთან მუშაობა;
** პროდუქციის ვადების კონტროლი;
** პროდუქციის მიღება/დახარისხება.
** თანამდებობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, სასურველია მომსახურების სფეროში.
** სასურველია საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** ლიდერული
** ენერგიული
** აქტიური
** პოზიტიური
** პუნქტუალური
** შრომისმოყვარე
** ყურადღებიანი და მობილიზებული

ჩვენ გთავაზობთ:

** ღამის ცვლაში (18:00-02:00) მუშაობის შემთხვევაში - ტრანსპორტირება;
** დამატებითი სამუშაო საათების ანაზღაურება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ფასდაკლება სპორტულ დარბაზებში
** გრძელვადიანი თანამშრომლობა;
** ფინანსური და პოზიციური განვითარების პერსპექტივა მოკლე დროში .

გთხოვთ, დაინტერესებულ პირებს გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: natia.matcharashvili@dominospizza.ge, წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ცვლის მენეჯერი" .

ვაკანსიაზე დაინტერესების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "ჯეოპიცამ" დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, მათი მოწოდებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და ვაკანსიის განახლების შემთხვევაში დაგიკავშირდეთ.

პერსონალური მონაცემების დამუშავების თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: natia.matcharashvili@dominospizza.ge

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე