Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: დეველოპერული კომპანია
გამოქვეყნდა: 05 ივლისი / ბოლო ვადა: 05 აგვისტო
დეველოპერული კომპანია აცხადებს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ვაკანსიას მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსისათვის.

მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (უმჯობესია უძრავი ქონების სექტორში)
** უმაღლესი განათლება.
** ენების ცოდნა: ქართული, რუსული, ინგლისური
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel)

ფუნქციები:

** პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო და წერილობითი კომუნიკაცია
** კომპანიის გაყიდვების ქსელის გაფართოება.
** მომხმარებელთა საკუთარი ბაზის ფორმირება და მართვა.
** დაინტერესებული მომხმარებლებისთვის გასაყიდი ქონების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება და ადგილზე ჩვენება.
** პოტენციურ მყიდველთან დაკავშირება და მოლაპარაკებების წარმოება;
** კომპანიის ბაზის განახლება და CRM სისტემაში მუშაობა;
** შემომავალი ზარების მიღება-დამუშავება პოტენციურ მყიდველებისგან;
** გამავალი ზარების განხორციელება პოტენციურ მყიდველებთან;
** გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
** საჭიროებისამებრ, რეესტრში ხელშეკრულებების ხელმოსაწერად თანხლება.

აუცილებელი უნარები:

** ურთიერთობის სწრაფად და მარტივად დამყარების უნარი (კომუნიკაბელურობა)
** მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება);
** ინიციატივის გამოჩენის უნარი
** გაყიდვების უნარი (დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული კომუნიკაცია)
** გამართულად მეტყველების და წერის უნარი
** მიზანსწრაფული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული
** გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ
** ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, პუნქტუალურობა.
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

კანდიდატის შერჩევა მოხდება 2 ეტაპად:

** CV-ის განხილვა
** გასაუბრება.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: გ. ჭყონდიდელის ქუჩა, სამშენებლო ტერიტორიაზე მდებარე გაყიდვების ოფისი.
** სამუშაო განაკვეთი: სრული (40სთ კვირაში)
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
** სამუშაო საათები: ორშ-პარ: 10:00-დან 18:00 საათამდე; (შესვენება 13:00-14:00); შაბ: 10:00-16:00 (შესვენება 13:00-14:00)

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტაზე: developer.vacancy1@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე