Робота для біженців з України
ქოლცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: Digital TV
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
"DIGITAL TV" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

"DIGITAL TV" არის ციფრული მაუწყებლობის ოპერატორი, რომელიც რეიტინგულ სატელევიზიო არხებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მაღალი ხარისხით ავრცელებს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შემომავალი ზარების განხორციელება
** მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია
** საჭიროების შემთხვევაში, სერვის ცენტრის ოპერატორის მოვალეობის შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნა:

** სასურველია უმაღლესი განათლება
** საოფისე პროგრამების ცოდნა

სამუშაო გამოცდილება:

** სასურველია ჰქონდეს გამოცდილება მომსახურების სფეროში, გაყიდვებში ან/და მომხმარებელთან კომუნიკაციის მიმართულებით
** სამუშაო გამოცდილება 1 წელი

უცხო ენების ცოდნა: სასურველია რუსული და ინგლისური (სასურველია საკომუნიკაციო დონეზე)

უნარ-ჩვევები:

** გამართული მეტყველების უნარი
** კომუნიკაციის უნარი
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

პირობები:

** გრაფიკი: კვირაში 5 დღე
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსები (ჯამში საშუალოდ 1600 + ლარი)

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 30 ივლისი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@digitaltv.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ქოლ-ცენტრის ოპერატორი".

წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე