Робота для біженців з України
ლაზეროთერაპევტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლაზეროთერაპევტი
მომწოდებელი: კლინიკა მედი
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 04 აგვისტო
კლინიკა "მედი" საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს, იგი წარმატებულად წარმოადგენს ცნობილი ესთეტიკური ინოვაციების კლინიკათა ქსელს "მედი-ესთეტიკს" საქართველოში.

კლინიკა მედის პრიორიტეტები:

** საუკეთესო მომსახურება
** კვალიფიციური ექიმები
** უახლესი ტექნოლოგიები
** მუდმივი განვითარება

პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო
საერთაშორისო ინოვაციების ესთეტიკური მედიცინის კლინიკათა ქსელი - "მედი" აცხადებს ვაკანსიას ლაზეროთერაპევტის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქუთაისი.

სამუშაო გამოცდილება: 1 წელი
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 3-4 დღე;
ფილიალის სამუშაო საათები: 10:00-20:00 საათამდე;

ჩვენ ვიწვევთ ნიჭიერ სპეციალისტებს, რომელთაც სურთ კარიერული წინსვლა და განვითარება ესთეტიკური მედიცინის სფეროში. თქვენ იქნებით დასაქმებული ევროპის დონის კლინიკაში და მიიღებთ ათობით პოზიტიურ შეფასებას პაციენტებთან მუშაობის ინოვაციური მეთოდების წყალობით. ჩვენი კომპანიის მენეჯერები იმუშავებენ თქვენთან ერთად გუნდურად, მაქსიმალურად მოახდენენ თქვენი მუშაობის რეკლამირებასა და გაპიარებას.

ჩვენთან მუშაობის პრივილეგია:

** პირველადი და მეორადი პაციენტების დიდი ნაკადი;
** სოციალურ ქსელებში თქვენი და თქვენი სამუშაოს პოპულარიზაცია;
** მაღალი გამომუშავება/ანაზღაურება;
** კარიერული ზრდა;
** მუშაობა პროფესიონალურ გუნდთან ერთად;
** ტრენინგები და განვითარება.

ჩვენი მოთხოვნები კანდიდატების მიმართ:

** აუცილებელია სამედიცინო განათლება;
** მოქმედი სახელმწიფო სერტიფიკატის არსებობა;

მოვალეობები:

** პაციენტის კონსულტაცია.
** სამედიცინო მომსახურების გაწევა, ხარისხის სტანდარტების შესაბამისად.

ჩვენ გთავაზობთ:

** დასაქმებას ევროპის დონის კლინიკაში;
** სტაბილურ ხელფასს;
** კორპორატიულ ფორმას;
** მიმზიდველ ფასდაკლებას კლინიკის მომსახურებაზე თანამშრომლებისა და მათი ნათესავებისთვის;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

კანდიდატების შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@medi.ge. ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე (CV) არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე