Робота для біженців з України
დამლაგებელი - შეკვეთილი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამლაგებელი
მომწოდებელი: სასტუმრო Magnika
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 04 აგვისტო
სასტუმრო "Magnika Resort & Spa" შეკვეთილში, ზღვასთან ახლოს, მაგნიტური ქვიშის სანაპიროზე მდებარეობს, გამოირჩევა ულამაზესი ხედებით, სუფთა ჰაერითა და ზომიერი კლიმატით.

სასტუმროში წარმოდგენილია 42 თანამედროვე კომფორტული ნომერი, 5 ვილა, ღია აუზი, სპორტული დარბაზი, რესტორნები, ბარი, სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი.

სასტუმრო შეკვეთილში, Magnika Resort აცხადებს სეზონურ ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: შეკვეთილი;
უზრუნველყოფილია კვება და საცხოვრებელი.
გრაფიკი: 6/1.
ანაზღაურება: 1800 ლარი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მნიშვნელოვანია იყოს სასტუმრო სფეროში გამოცდილი;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი, ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;

მოვალეობები:

** სასტუმროში განთავსებული ნომრების, კერძოდ 20 ოთახის ყოველდღიურად დასუფთავება, კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** უზრუნველყოს დერეფნის მონაკვეთის სისუფთავე, მათ შორის ხალიჩის, პლინთუსის, ნახატების, შვერილების, სკამებისა და მაგიდების;
** ლოგინის გადასაფარებლების, ზეწრების, საბნებისა და სახშაპის ფარდების ხშირი წმენდა და დასუფთავების დეპარტამენტში აღრიცხვა;
** წუნდებული თეთრეულის სწორად აღმოჩენა;
** ყველა სართულის გასაღებების მიღება-ჩაბარების უზრუნველყოფა;
** დაკარგული ნივთების დასუფთავების დეპარტამენტში მოთავსება;
** შესაბამისი ფორმის შევსება ყოველი ცვლის ბოლოს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ურიკების საჭირო სასაწყობე რაოდენობა;
** უზრუნველყოს აღჭურვილობის კარგ მდგომარეობაში შენახვა და ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ცვლის უფროსის/ზედამხედველის ინფორმირება;
** ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შეატყობინოს ცვლის უფროსს/ზედამხედველს;
** კომპანიის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ქიმიური ნივთიერებების მოხმარების წესების გაცნობა და მოვალეობის ამ პროცედურების შესაბამისად შესრულება.

კანდიდატების შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@medi.ge, 2024 წლის 4 აგვისტომდე, ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე (CV) არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე