Робота для біженців з України
მიმღების ადმინისტრატორი - შეკვეთილი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმღების ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო Magnika
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 04 აგვისტო
სასტუმრო "Magnika Resort & Spa" შეკვეთილში, ზღვასთან ახლოს, მაგნიტური ქვიშის სანაპიროზე მდებარეობს, გამოირჩევა ულამაზესი ხედებით, სუფთა ჰაერითა და ზომიერი კლიმატით.

სასტუმროში წარმოდგენილია 42 თანამედროვე კომფორტული ნომერი, 5 ვილა, ღია აუზი, სპორტული დარბაზი, რესტორნები, ბარი, სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი.

სასტუმრო შეკვეთილში, Magnika Resort აცხადებს სეზონურ ვაკანსიას მიმღების ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: შეკვეთილი;
უზრუნველყოფილია კვება და საცხოვრებელი.
გრაფიკი: შეჭრილი ცვლები წინასწარ შეთანხმებით კვირაში არაუმეტეს 48 საათი.
ანაზღაურება: 1300-1500 ლარი (net), გამოცდილების შესაბამისად;
მოცემულ პოზიციაზე თანამშრომლის გამოძახება მოხდება 25 ივნისიდან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** სასტუმროს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B1 დონე;
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი, ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;

მოვალეობები:

** თავაზიანი, ურთიერთობა როგორც სასტუმროს სტუმრებთან, ასევე თანამშრომლებთან;
** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა, მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით;
** სტუმართან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება;
** სისტემაში არსებული მიმდინარე დღის ჯავშნების მომზადება, თანხის მიღება;
** სასტუმროს ნომრების დაჯავშნა, სტუმრების სწორი განაწილება.

შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@medi.ge, 2024 წლის 4 აგვისტომდე, ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე (CV) არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე