Робота для біженців з України
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კრიალა
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 04 აგვისტო
საწარმო შპს "კრიალა" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

მოთხოვნები:

** გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** რუსული ენების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
** საკუთარი ავტომობილის ქონა.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური მომხმარებლების გამოვლენა, მათთან კომუნიკაცია და კომპანიაში არსებული პროდუქტების შეთავაზება;
** ბაზრის მონიტორინგი და კონკურენტების პროდუქტების ფასები კვლევა/ანალიზი;
** შეკვეთის მიღება, საწყობში და ლოჯისტიკურ ცენტრში მისი გადამისამართება და პროდუქტის მომხმარებლამდე მიწოდების უზრუნველყოფა;
** დებიტორებთან კომუნიკაცია (დავალიანების აღრიცხვა/კონტროლი);
** სახელმწიფო და კერძო ტენდერების მოძიება/მონიტორინგი, სატენდერო შეთავაზებების მომზადება და მათთან არსებულ დოკუმენტაციასთან მუშაობის უზრუნველყოფა;
** გაყიდვების გეგმის შესრულება / ყოველთვიური ზრდა;
** დირექტორისთვის ყოველკვირეული რეპორტების მომზადება;
** ხელმძღვანელისგან მითითებული სხვადასხვა სახის დავალებების შესრულება.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და სხვადასხვა საკითხზე კოორდინირებულად მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი და პრიორიტეტების განსაზღვრის შესაძლებლობა;

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00 სთ
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ქიზიყის ქ. 50ბ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@kriala.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე