Робота для біженців з України
საგამოცდო პროცესის დამკვირვებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საგამოცდო პროცესის დამკვირვებელი
მომწოდებელი: ევროპის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 15 ივლისი
"ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას საგამოცდო ცენტრში საგამოცდო პროცესის დამკვირვებლის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ლიუბლიანას 35 - ჯო ენის საუნივერისტეტო ჰოსპიტალი
** გრაფიკი/დრო: ორშაბათი-შაბათი 10:00 საათიდან 19:00 საათამდე
** სამუშაო პერიოდი: 22 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით
** ანაზღაურება: დღეში 30 ლარი (ხელზე ასაღები თანხა)

ძირითადი მოვალეობები:

** გამოცდის ჩატარების ადგილზე გამოცხადდეს გამოცდის დაწყებამდე 30 წუთით ადრე;
** გამოცდის დაწყებამდე სტუდენტებს გააცნოს წესები, რომლებიც მათ უნდა დაიცვან გამოცდის მიმდინარეობის პროცესში;
** შესაბამის უწყისში, რეგისტრაციაში გაატაროს სტუდენტები და მათი ხელმოწერით დააფიქსიროს გამოცდაზე გამოცხადება;
** სტუდენტების მიერ კუთვნილი ადგილების დაკავების შემდეგ, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელისგან ჩაიბაროს საგამოცდო უწყისი და დალუქულ კონვერტში მოთავსებული საგამოცდო მასალები;
** თვალყური ადევნოს გამოცდის მიმდინარეობას და წინამდებარე წესით განსაზღვრული დარღვევის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები;
** გამოცდიდან სტუდენტის მოხსნის ან საგამოცდო ნაშრომის ჩამორთმევის საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, შეადგინოს ოქმი შესაბამისი მიზეზის დაკონკრეტებით;
** უპასუხოს სტუდენტს მხოლოდ პროცედურულ და ტექნიკურ საკითხებზე, საგამოცდო საგანთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვაზე პასუხი აკრძალულია;
** საგამოცდო დროის ამოწურვამდე 10 (ათი) წუთით ადრე მოახდინოს სტუდენტების ინფორმირება დარჩენილი საგამოცდო დროის შესახებ;
** საგამოცდო დროის ამოწურვისთანავე ჩამოართვას სტუდენტებს ნაშრომები, მოათავსოს ისინი კონვერტში და გადასცეს საგამოცდო ცენტრს, შესაბამისი მიღება ჩაბარების აქტით;
** უნივერსიტეტის მოთხოვნისთანავე გადასცეს მას ანგარიშგება მომსახურების მიმდინარეობის შესახებ;
** დაიცვას კონფიდენციალურად "უნივერსიტეტისგან" მომსახურების გაწევის პროცესში მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია და არ დაუშვას მისი გარეშე პირისათვის გადაცემა თუ ამას არ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა ან არ არსებობს "დამკვეთის" წერილობითი ნებართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენა -A2 (მეტყველება, წერა)

პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა;
** სტრესის მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ცვლილებების მიმღებლობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რომ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: HR@eu.edu.ge. გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

განაცხადების ბოლო ვადა: 2024 წლის 15 ივლისი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე