Робота для біженців з України
უძრავი ქონების გაყიდვების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უძრავი ქონების გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: Cushman & Wakefield
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 20 ივლისი
კომპანია "Cushman & Wakefield Georgia" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების აგენტის პოზიციაზე რეზიდენტული პროექტისათვის

კომპანიის შესახებ:

Cushman & Wakefield - გლობალური უძრავი ქონების სფეროში ლიდერი კომპანიაა, რომელიც გთავაზობთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა მომსახურებას. Cushman & Wakefield - მსოფლიოში 60 ქვეყანაში დაახლოებით 400 ოფისითაა წარმოდგენილი. Cushman & Wakefield-ის საქართველოს წარმომადგენლობა 2012 წლიდან მუშაობს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენი გუნდი გლობალური და ადგილობრივი უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ტენდენციების გათვალისწინებით ხელმძღვანელობს. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია: უძრავი ქონების მართვა, საინვესტიციო მომსახურება, ბაზრის კვლევა, საბროკერო სერვისი, საკონსულტაციო მომსახურება და უძრავი ქონების შეფასება.

პოზიციის შესახებ:

Cushman & Wakefield Georgia-ს სააგენტო დეპარტამენტი ეძებს კვალიფიციურ უძრავი ქონების გაყიდვების აგენტს, რომელსაც აქვს ნამუშევარი საცხოვრებელ პროექტში ბინების გაყიდვების მიმართულებით და სურს, გახდეს მსოფლიო უძრავი ქონების ბაზარზე ლიდერი კომპანიის გუნდის წევრი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების გეგმის/სტრატეგიის შემუშავება რეზიდენტული პროექტისთვის
** გაყიდვების არხების კვლევა, ახალი შესაძლებლობების მოძიება და გაყიდვების წარმოება
** კონკურენტული პროექტების შესწავლა/ანალიზი
** მარკეტინგული აქტივობების შემუშავება და განხორციელება
** საპრეზენტაციო მასალების მომზადება
** პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი კომუნიკაციის დამყარება
** მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება რეზიდენტული პროექტების გაყიდვების მიმართულებით
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე არსებული რეგულაციებისა და ტენდენციების ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** კარგი კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი
** ინდივიდუალურად გადაწყვეტილების მიღების უნარი
** ორგანიზებულობა

სამუშაო საათები: 10:00-18:00

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: info@cushwake.ge 2024 წლის 20 ივლისამდე. გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანია Cushman & Wakefield Georgia მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე