Робота для біженців з України
საოპერაციო დეპარტამენტის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო დეპარტამენტის ოპერატორი
მომწოდებელი: უნისონი
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 04 აგვისტო
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" 2011 წლიდან ოპერირების და ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური კომპანიაა საქართველოს ბაზარზე. წარმოდგენილია ინდივიდუალური და კორპორაციული სერვისების სრული შეთავაზების პორტფელით. ძლიერი საერთაშორისო გადამზღვევი პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით "უნისონმა" სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.

კომპანია"უნისონი" ეძებს გუნდის ახალ წევრს საოპერაციო დეპარტამენტის ოპერატორის პოზიციაზე. თუ გაქვს მცირე გამოცდილება და დიდი მოტივაცია, ეს ვაკანსია შენთვისაა.

ძირითადი მოვალეობები:

** პოლისის პროგრამული რეგისტრაცია, ცვლილებების შეტანა, გაუქმება და ჩამობარება;
** შესაბამისი დეპარტამენტებიდან მოთხოვნილი საბუთების მოძიება/მიწოდება;
** AML-სათვის საჭირო დოკუმენტების მიღება და მოწესრიგება;
** ელექტრონული არქივის მოწესრიგებასა და ადმინისტრირებაში მონაწილეობის მიღება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია სადაზღვევო სფეროში 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამები (განსაკუთრებით Excel).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) მეილზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

"უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და წარმატებას გისურვებთ.

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, სადაზღვევო კომპანია "უნისონმა" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით მაქსიმუმ 12 თვის ვადით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი წერილობითი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე: unison@unison.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით გამრეკელის 19.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე