Робота для біженців з України
ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: ჯიესენი
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 04 აგვისტო
"ჯორჯიან სერვის ნეთვორკი" (GSN) 2011 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე, რომელიც სალარო აპარატების, POS სისტემებისა და სავაჭრო პროგრამული უზრუნველყოფის ყველაზე დიდი დისტრიბუტორია.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდს https://www.gsn.ge

"ჯორჯიან სერვის ნეთვორკი" (GSN) თბილისის ფილიალში (სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №45, მეტროსადგურ დელისთან) აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.

პოზიციის დანიშნულება: მომხმარებელთა მომსახურების უზრუნველყოფა კომპანიაში დადგენილი სტანდარტების დაცვით

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** საწყისი ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + მაღალი ბონუსები

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

** კომპანიის მომსახურებების / პროდუქტების გაყიდვების ზრდა
** კომპანიის პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების და სერვისების დეტალური შესწავლა და მომხმარებლისათვის სრული ინფორმაციის მიწოდება
** გაყიდვებთან და სალარო აპარატის რეგისტრაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, როგორც პროგრამული, ასევე მატერიალური სახით

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 6-თვიანი სამუშაო გამოცდილება მომსახურების/გაყიდვების სფეროში
** კომპიუტერული პროგრამები: MS Office
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** პლიუსად ჩაითვლება: სასაწყობე ან საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება, სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 20 ივლისის ჩათვლით 18:00 სთ-მდე მისამართზე: vacancy@gsn.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, დამუშავდეს და შენახულ იქნას. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას "ჯორჯიან სერვის ნეთვორკი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე